სოჭს 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ბობსლეისა და სკელეტონში ჩამოართვეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბობსლეისა და სკელეტონის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებით, დოპინგ სკანდალის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთში ჩატარება არაგონივრული იქნება.
როგორც ცნობილია, 9 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2011-2015 წლებში დოპინგ სკანდალში 1000-ზე მეტი რუსი სპორტსმენი მონაწილეობდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფედერაცია თებერვალში გასამართი ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას რამდენიმე დღეში დაასახელებს.
როგორც ცნობილია, მომხდარს კრემლის პრეს სპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა.
როგორც მან რუსულ საინფორმაციო სააგენტო RIA-ს განუცხადა, მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიზირებული და უსაფუძვლოა.