ნანა კაკაბაძე: ის, რომ სახალხო დამცველი ასეთი ინფორმაციის მიღების შემდეგ, აქ არ მოვიდა, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს არ ჰყავს სახალხო დამცველი მიუხედავად იმისა, რომ მას არაერთგზის დავურეკე, ტელეფონზე არ მიპასუხა. შემდეგ ტექსტური შეტყობინება გავუგზავნე, მაგრამ პასუხი არ მომსვლია. შემდეგ, უჩა ნანუაშვილს დავუკავშირდი და ვთხოვე, იქნებ შენ შეატყობინოო. უჩამ მიპასუხა, _ რა ვქნა, არც მე მპასუხობსო
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ,სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გლდანის ციხეში სპეცრაზმი შეიჭრა და პატიმრები ნაცემები იყვნენ.
პატიმრის ოჯახების წევრების განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ციხეში ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, ციხიდან გაიგეს.