თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ძეგლის წინ მდებარე სკვერში დიდი რაოდენობით წყალი მოედინება. სავარაუდოდ, სკვერში მცენარეების სარწყავი მილია გამსკდარი. რის გამოც, სკვერი და მიმდებარე ტერიტორია წყლით არის დაფარული. წყლის ნაკადი ვაჟა-ფშაველას გამზირზეც მიედინება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "გურია ნიუსმა" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" მიაწოდა. კომპანიაში ამბობენ, რომ შეტყობინება დაზიანებასთან დაკავშირებით მიღებული არ ჰქონდათ. პრობლემის მოსაგვარებლად კი, Gwp-ს დახმარების სამსახური უმოკლეს ვადაში მოვა.
ამავე თემაზე: