ცოტა ხნის წინ გამოცემამ „Forbes“ ყველაზე მდიდარი რუსი ვარსკვლავების მორიგი სია გამოაქვეყნა.
სიის სათავეში ამჟამინდელი დისკვალიფიკაციის მიუხედავად, კვლავ მარია შარაპოვაა: მისი შემოსავალი 29,7 მილიონი დოლარია.
მეორე ადგილზეა გრიგორი ლეპსი – მისი შემოსავალი 12 მილიონი დოლარია.
რეიტინგში მესამე ადგილზეა მომღერალი ფილიპ კირკოროვი _ 10,4 მილიონი დოლარით.
სიაში, ბოლო ადგილებზე არიან რეჟისორები ნიკიტა მიხალკოვი და ანდრეი ზვიაგინცევი. ორივეს შემოსავალი 400-400 ათასი დოლარია.