ვაჟა-ფშაველას გამზირზე სკვერში გამსკდარი მილი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ შეაკეთა და გამზირზე წყალი აღარ მოედინება.
შეგახსენებთ, რომ "გურია ნიუსი", თითქმის, მთელი დღე არკვევდა, ვის კომპეტენციაში შედიოდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ძეგლის წინ მდებარე სკვერში გამსკდარი მილის შეკეთება, რომელიც ნახევარ გამზირს ტბორავდა.
ამ ხნის განმავლობაში, რამდენჯერმე დავუკავშირდით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, მერიის გამწვანების სამსახურს, ვაკის რაიონის გამგეობას, თუმცა, უწყებები ერთმანეთთან გვამისამართებდნენ და აცხადებდნენ, რომ მილის შეკეთება მათი კომპეტენცია არ იყო. საბოლოოდ, ვერ გაირკვა, ვის კომპეტენციაში შედიოდა აღნიშნული მილის შეკეთება, თუმცა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ გვითხრეს, რომ პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის გაკეთება არ ევალებოდათ, მილს შეაკეთებდნენ.
პრობლემა ამ დროისთვის სრულად არის აღმოფხვრილი და გამზირზე წყალი აღარ მოედინება.
ამავე თემაზე:
„ჩვენ კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ ვაკეთებთ“ _ გამსკდარი მილის „პატრონი“ კიდევ არ გამოჩნდა
ვაჟა-ფშაველას გამზირზე დიდი რაოდენობით წყალი მოედინება (ფოტო)