ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე ე.წ. შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული რეგულაცია დაამტკიცა. აღნიშნულ ინიციატივას მხარი ევროპარლამენტის 485 წევრმა დაუჭირა, 132 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 21-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.
ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ე.წ. შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას 7 დეკემბერს მიაღწიეს.