ქუთაისში გრიპის ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა გუმათგესის დასახლებაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გოგონას გრიპის ვირუსის სიმპტომები ჰქონდა, თუმცა მკურნალობა ოჯახში თვითდანიშნულებით ჩაიტარა და ექიმს არ მიმართა, რამაც მდგომარეობის გართულება გამოიწვია.
ინფორმაციას ვერ ადასტურებენ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოში. სამმართველოს ეპიდემიოლოგის მაკა წილოსანის განცხადებით, მათ მიერ კონტროლირებად კლინიკებში მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და აღნიშნულის შესახებ არც ინფორმაცია შესულა. რაც შეეხება გრიპის ვირუსით მიმართვიანობას, ამბობს, რომ მიმართვიანობა არ გაზრდილა.
შეგახსენებთ, ზამთრის ვირუსების მატებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.
დავით სერგეენკოს განმარტებით, სეზონური ვირუსი საქართველოში ყველაზე მეტად თბილისშია გავრცელებული. ვირუსის მატარებლებები ყველაზე მეტად ახალგაზრდები არიან.
სერგეენკო მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, რომ ხელები ხშირად დაიბანონ, ვირუსის დროს კი, ერთჯერადი ცხვირსახოცებით სახის მოწმენდა რეკომენდირებული არ არის.
"შეიძლება ადამიანი იყოს ვირუსის მატარებელი, მე შეიძლება ახლა მქონდეს ეს ვირუსი, მაგრამ არ ვიყო მანიფესტირებული, ვიყო მტარებელი. ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან თავი შეიკავეთ. ეს ვირუსი ჰაერწვეთოვანია, მაგრამ დაცემინებით, დახველებით 5-6 წამში ინავაქტირდება“, _ აცხადებს დავით სერგეენკო.
წყარო: ნიუპრესი