საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალ, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6686 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით დოლარი 2.6604 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.0082-ით გაუფასურდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.8004 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.8301 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0297- ით გამყარდა.