ზოდიაქოს ნიშნებს შორის არის სამი ისეთი ნიშანი, რომლებსაც მიდრეკილება სიმსუქნისკენ აქვთ, რადგან ისინი გურმანები არიან და თავს არ იზღუდავენ ამა თუ იმ ახალი კერძის დაგემოვნებისგან.
კურო – ეს ზოდიაქოს ნიშანი განსაკუთრებით გამოირჩევა კულინარიის სიყვარულით. ისინი თავს კომფორტულად მაშინ გრძნობენ, როცა კარგი დანაყრებულები არიან და მათ არ აშინებთ ზედმეტკალორიული საკვები.
მშვილდოსანი – ეს ზოდიაქოს ნიშანი კი საკვების თვალსაზრისით, არც თუ ისე ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულია, ამიტომ მას ყოველთვის აქვს ზედმეტ კილოგრამებთან დაკავშირებული პრობლემები.
მერწყული – ეს ზოდიაქოს ნიშანი უპირატესობას ცხოვრების მჯდომარე წესს ანიჭებს. ამიტომ, მას უჭირს აკრეფილი ზედმეტი კილოგრამების დაგდება. სწორედ ამიტომ, რასაც მიირთმევს „კარგად ერგება“.