(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გურიის საგადასახადო ინსპექცია ამ დღეებში გაუქმდება.თუმცა, “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბარში, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს აღნიშნული ინსპექციის უფროსი ანტონ ბარამიძე: _ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო რეფორმები მიმდინარეობს. კონკრეტულად, თუ გაქვთ სხვა კითხვები, დღეს ფოთში ვარ და ჩამობრძანდით, თუ ვერ მოახერხებთ, ხვალ ოზურგეთში ვიქნები და მზად ვარ, ნებისმიერ თქვენს შეკითხვას ვუპასუხო, _ გვითხრა 18 იანვარს, სატელეფონო საუბარში ანტონ ბარამიძემ.
გურიის საგადასახადო ინსპექციია 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შეიქმნა და მის ჩამოყალიბებას მხარი გურიის მაშინდელმა გუბერნატორმა რამაზ ნიკოლაიშვილმა დაუჭირა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved