”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ნდობის ჯგუფში, რომელიც თავდაცვის კომიტეტის ფარგლებში იქმნება, თავიანთ კანდიდატად ირაკლი აბესაძე წარადგინა.
აბესაძის კანდიდატურა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა.
”გვაქვს საპარლამენტო უმცირესობის წარდგინება საპარლმენტო უმცირესობის კვოტით პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრად პარლამენტის წევრის ირაკლი აბესაძის წარდგენის შესახებ”, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ შესაბამის სუბიექტებს თხოვნით მიმართა, დღესვე წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატები.
ნდობის ჯგუფში ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილის კანდიდატურაცაა წარდგენილი.