„ისლამური რესპუბლიკის“ მეომრებმა ქალაქ ალეპოში 40 დაუნის სინდრომით და სხვა გადახრებით დაავადებული ბავშვი დახოცეს. ბევრი მათგანი სამი თვის ასაკის გახლდათ. ამ ინფორმაციას ბლოგ Eye Mosul-ზე დაყრდნობით, mirror.co.uk ავრცელებს.
ამ წუთებში მსოფლიოს მრავალ ქალაქში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. საზოგადოება გაერო-ს და სხვა სამშვიდობო ორგანიზაციებისგან გადამჭრელი ზომების მიღებას ითხოვს.
BBC-ის უკანასკნელი ინფორმაციით, ორი საათის წინ სირიის ხელისუფლებამ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ქალების და ბავშვების გამოყვანა შეაჩერა. ალეპოს ქალაქ სამხრეთით, „ისლამური რესპუბლიკის“ დაჯგუფებამ დევნილების ავტობუსებს ცეცხლი გაუხსნა. არიან დაჭრილები და გარდაცვლილებები.
































































