ჩვენებური სამართალდამცველები, როგორც წესი ღვედს არ იკეთებენ, თუმცა, უპრობლემოდ აჯარიმებენ ანალოგიური საქციელისთვის რიგით მოქალაქეებს. თან ისე, რომ შეპასუხებას ვერავინ უბედავს _ თავად რატომ დადიხართ ღვედის გარეშეო.
“გურია ნიუსმა” ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეშვიდე შემთხვევა დააფიქსირა, როცა პოლიციელები, სამუშაო თუ არასამუშაო საათებში, ღვედის გარეშე მოძრაობენ.