EURONEWS-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთს სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივდეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, გადაწყვეტილება, რომელიც ბრიუსელში მიიღეს მოსალოდნელი იყო და ენერგეტიკის, თავდაცვის და ფინანსურ სექტორებში სანქციების გახანგრძლივების ფორმალური პროცესი მომდევნო კვირის დასაწყისში გაიმართება.
როგორც ცნობილია, რუსეთს სანქციები 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო დაუწესდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, კონფლიქტი, რომლის შედეგადაც 10 000-მდე ადამიანი დაიღუპა, ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
ამავე თემაზე:
აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს
მოსკოვი დიდი შვიდეულის გადაწყვეტილებას "აბსურდულს" უწოდებს
დიდი შვიდეული რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებას ემხრობა
იტალიამ რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებას მხარი არ დაუჭირა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს საქართველო შეუერთდა