EURONEWS-ის ინფორმაციით, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ევროკავშირის ლიდერებმა ალეპოში შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელეს.
ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროპელი ლიდერები სირიელი ხალხის ტანჯვის მიმართ გულგრილები არ არიან.
"სირიის რეჟიმისა და მისი მხარდამჭერების, რუსეთის და ირანის სისასტიკის მიმართ, ჩვენ არ ვართ ისეთი ეფექტურები, როგორც გვსურს რომ ვიყოთ, მაგრამ სირიელი ხალხის ტანჯვის მიმართ გულგრილები არ ვართ. სირიაში არსებულ ყველა დიპლომატიური შესაძლებლობებით ზეწოლას განვახორციელებთ სხვა გლობალურ მოთამაშეებზე,"_აცხადებს ტუსკი.
ტუსკის თქმით,ზეწოლის განხორციელება გულისხმობს ალეპოში მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საშუალებას და მათ ევაკუაციას.
ამავე თემაზე: