საქსტატის მონაცემები ქვეყანაში ფასების ზრდაზე მიუთითებს.
ოფიციალური სტატისტიკით, ნოემბერში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, ანუ მინიმალური შემოსავალი, რომელიც საჭიროა ადამიანის არსებობისა და აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 2 ლარით და 20 თეთრით გაძვირდა. ანუ, თუ ოქტომბერში საარსებო მინიმუმი 268.35 ლარი იყო, ნოემბერში ის 270.70 ლარი გახდა.