ცოტა ხნის წინ ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი შერონ სტოუნი დასასვენებლად იტალიაში იმყოფებოდა. ქალაქ რომში ქალბატონი შერონი ახალ პროფესიას დაეუფლა.
აღმოჩნდა, რომ ჰოლივუდის მსახიობი შერონ სტოუნი, შვილებთან ერთად, რესტორან "II Corallo"-ში მიმტანად მუშაობისათვის მივიდა.
იტალიელმა პაპარაციმ ის წინსაფარში და მზარეულის ქუდში გამოწყობილი კლიენტების პიცით გამასპინძლებისას შენიშნა.
მსახიობის თქმით, გადატვირთული დღის რეჟიმის გამო კულინარიული საქმიანობის შესასწავლად დრო არ რჩება, ამიტომ იტალიური პიცის მომზადების შესწავლა რომში დასვენებას შეუთავსა.