ცისანა ფასიეშვილი, ოზურგეთი:
_ ძალიან ცუდად _ ყველაფერზე ფასებია მომატებული.
მაგული კოსტავა, ოზურგეთი:
_ რად უნდა მაგას კითხვა?! თქვენს ბიუჯეტზე არ აისახა?
ქეთევან კალანდაძე, ოზურგეთი:
_ რა უნდა გითხრათ?! სათქმელი რა გვაქვს?! ცუდი პირობებია ყველანაირად, ვისთვის არის კარგი, რაც ხდება?
დავით ხოსრევანიძე, ოზურგეთი:
_ ეს სახელმწიფო საკითხია. ძალიან ცუდია ეგ ყველაფერი.
ნინო გორგაძე, ოზურგეთი:
_ ძალიან ცუდად. ბანკში არ მაქვს სესხი, მაგრამ სახლში ყველა უმუშევრები ვართ, ძალიან გვიჭირს. რაც შემოსავალი გვაქვს, სულ გაუფასურებულია. თხილი შარშან 6 ლარი ღირდა, წელს 3 ლარზეც არ ასულა ფასი.
აჩიკო ანთაძე, ლანჩხუთი:
_ რა თქმა უნდა, ცუდად აისახა. ყველაფერი გაძვირდა.
ეთერ ვაშაყმაძე, ლანჩხუთი:
_ სესხი მაქვს, განვადება, ყველაფერზე გაზრდილია ფასები და როგორ აისახებოდა?! კითხვაც არ უნდა, რომ გაჭირდა ცხოვრება.
ლელა იმნაძე, ლანჩხუთი:
_ დოლარში მაქვს სესხი და საკმაოდ დაეტყო ჩემს ჯიბეს.
გურამ კვაჭაძე, ლანჩხუთი:
_ ფასები ყველაფერს მოემატა და ლარის კურსის ვარდნა ყველას ჯიბეზე აისახა, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა დოლარში სესხი.
ზურაბ ჯინჭარაძე, ჩოხატაური:
_ მაგას კითხვა რად უნდა? ასახულია უკვე უარყოფითად.
ბელა დოლიძე, ჩოხატაური:

_ კი, ცუდად მოქმედებს ლარის გაუფასურება, რთულ სიტუაციაში ვართ ყველა.
ლენა სანიკიძე, ჩოხატაური:
_ მე პენსია მაქვს მხოლოდ და ამით რომ არაფერი გამოდის, ეს ვიცი.
რეზო სულაქველიძე, ჩოხატაური:
_ საშუალოდ.
ლონდა ყაჭეიშვილი, ჩოხატაური:
_ რა თქმა უნდა, ცუდად.
ბიძინა ცინცაძე, ჩოხატაური:

_ ცუდად არა.



























































