თითქმის, ერთი კვირაა "გურია ნიუსის" ოზურგეთის ოფისს ინტერნეტი არ მიეწოდება. მიუხედავად ყოველდღიური შეტყობინებისა და დახმარების თხოვნისა, კომპანია "სილქნეტის" მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლება და გვეუბნებიან, რომ ხან საკაბელო, ხანაც სახაზო დაზიანებაა.
"სილქნეტში" დღემდე ამბობდნენ, რომ იყო საკაბელო დაზიანება, შესაკეთებლად გასული იყო მუშა ჯგუფები, ხოლო დღეისთვის ოპერატორი გვარწმუნებს, რომ ამჯერად არის სახაზო დაზიანება. როგორც სილქნეტში გვეუბნებიან გავა ჯგუფი და დღის განმავლობაში გადამოწმდება