ბოლო წლებში, პაპარაცები ჯონი დეპს ყოველთვის სათვალეებში ხედავენ. სათვალეების შუშების მუქი ფერი სულაც არ არის ვარსკვლავის ახირება, არამედ მხედველობის გადარჩენის ბოლო მცდელობაა.
მსახიობმა აღიარა, რომ ის ერთი თვალით დაბრმავდა. ასევე, პრობლემა აქვს მეორე თვალზეც – ახლომხედველია.
“მე ძალიან ბუნდოვნად ვხედავ, არც არასოდეს გამოვირჩეოდი კარგი მხედველობით”, _ განაცხადა მსახიობმა.
ექიმთა კატეგორიული მოთხოვნით, დეპი იძულებულია ატაროს არა ჩვეულებრივი, არამედ მუქშუშებიანი სათვალე.
„მათ გარეშე მე ბრმა ვარ და ვერაფერს ვხედავ გაშლილი ხელის იქით“, _ განაცხადა მსახიობმა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ძალიან უჭირს იმ როლებზე დათანხმება, სადაც გმირი სათვალეს არ ატარებს.