დღეს ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წამომადგენელთა კომიტეტი (Coreper) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხილავს.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურში ადასტურებენ.
13 დეკემებერს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს არაფორმალურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება. 13 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება ახლა უნდა დაადასტურონ წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა (Coreper) და მხარი დაუჭიროს LIBE-ს კომიტეტმა, ამის შემდეგ საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს სავარაუდოდ 2 თებერვალს განიხილავენ. უკრაინისთვის სავიზო რეჟმის გაუქმების საკითხის განხილვის სავარაუდო თარიღად კი 3 აპრილია მითითებული.