სახელმწიფო ანსამბლ "გურიას" ყოფილი ხელმძღვანელი, ქალაქ ოზურგეთის მერის მოადგილე კობა დუნდუა "ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარი"-ს ორდენით დაჯილდოვეს.
დუნდუა, სახელმწიფო სამსახურში გადასვლამდე აქტიური პედაგოგიური საქმიანობით იყო დაკავებული.
"გურიას" ქორეოგრაფობის პარალელურად, თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ხელმძღვანელობდა ქორეოგრაფიულ ანსამბლს "ზეკარი".
უფრო ადრე კი სუხიშვილების წამყვანი მოცეკვავე და სოლისტი გახლდათ.