ყველას შესანიშნავად მოეხსენება, რომ ძილის წინ საკების მიღებას დადებითი შედეგები არ მოჰყვება, თუმცა, როგორც ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, ღამის საათებში ჭამა არათუ საზიანო, არამედ სასარგებლოც კია, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საუბარია ცალკეულ პროდუქტებზე და არა, მაგალითად, ხინკალსა და მუჟუჟზე.
სპეციალისტების განმარტებით, არსებობს პროდუქტები, რომელთაც ორგანიზმისთვის არავითარი ზიანი არ მოაქვს და უფრო ადვილად დაძინების საშუალებასაც გვაძლევს.
კერძოდ, საქმე ეხება პროდუქტებს, რომელთა შემადგენლობაში შედის ნივთიერებები: სეროტინინი, მელატონინი და ასევე, მაგნიუმი.
ეს უკანასკნელი ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას, რაც თავის მხრივ, მშვიდად დაძინებას უზრუნველყოფს.
სეროტონინით ყველაზე მდიდარი პროდუქტია – ბანანი. ასევე, გვირილის ნაყენი, თუმცა თუკი სპეციფიკური გემო არ მოგხიბლავთ, მისი შემცვლელი თბილი რძე გახლავთ.
თუკი მშვიდად დაძინება გსურთ, შეგიძლიათ, მიიღოთ შვრიის ფაფაც. უკეთესი შედეგის მისაღებად კი მასში ცოტაოდენი თაფლის ჩამატების უფლებაც გაქვთ.