საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ნილს სკოტს შეხვდა.
ნილს სკოტმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პარლამენტისა და გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველოს პარლამენტის გეგმები, იმსჯელეს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობაზეც.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს პარლამენტსა და არასამთავრობო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა. მხარეებმა, ასევე, „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის აქტიურ ჩართულობაზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტზე – „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში" და მის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს.