(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის რაიონული პროკურატურა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაქვემდებარებაში გადავიდა _ ამის შესახებ, ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საქართველოს პროკურატურის ოფისების შესახებ განთავსებულ ინფორმაციებში ვკითხულობთ. თუმცა, ოფიციალურად საჯარო განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა. სანამ ოზურგეთის რაიონული პროკურატურა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის დაქვემდებარებაში გადავიდოდა, დასავლეთ საქართველოს პროკურატურას ექვემდებარებოდა. გარდა ოზურგეთის რაიონული პროკურატურისა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის და ბათუმის რაიონული პროკურატურები შედიან.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved