ე. წ. "ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა და აღნიშნულ საქმეზე დამნაშავედ სცნო კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და ამავე დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი გია დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა“.
გიორგი დგებუაძეს წარდგენილი ბრალი _ განზრახ მკვლელობა – გადაუკვალიფიცირდა განზრახ მკვლელობაში დახმარების გაწევის ბრალდებით და მას სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება. გია დგებუაძეს პატიმრობის ვადაში ჩაეთვლება საექსტრადაციო პატიმრობის ვადა და ასევე წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა.
რაც შეეხება დათა ახალაიას, სასამართლომ მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში გაამართლა, განზრახ მკველობის ბრალში კი დამნაშავედ სცნო და12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მასაც, ასევე, 2 წლით აეკრძალა საჯარო სექტორში თანამდებობის დაკავება.