ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე აცხადებს, რომ მზადაა რუსეთისთვის მოკვდეს. მან ეს განცხადება ფრანგულ გამოცემისთვის "Voici" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„მიყვარს რუსეთი მისი ძლიერი ხალხის გამო. მე არ მინდა საფრანგეთისათვის სიკვდილი“, _ განაცხადა დეპარდიემ. მსახიობმა აღნიშნა, რომ ის ფრანგად თავს არასოდეს გრძნობდა.
„მე არაფრის მჯერა, საკუთარი თავისაც კი. ხანდახან ღამღამობით მინდა, რომ სამუდამოდ დავიძინო“, _ განაცხადა მსახიობმა.
საინტერესოა, რომ გასულ წელს, კანის კინოფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას დეპარდიე პრეზიდენტ პუტინს სიყვარულში გამოუტყდა.