პირველი რადიოს ინფორმაციით, თბილისში მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ლომბარდი დააყაჩაღეს.
შს სამინისტრო ფაქტს ადასტურებს.
როგორც ,,პირველ რადიოს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც მიმალვას ცდილობდა, თუმცა, სამართალდამცავებმა ის ცხელ კვალზე დააკავეს.
საქმე აღძრულია 179-ე მუხლით.