დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში თავართქილაძების საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის თემურ მარშანიშვილის ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელი სახლის საკვამურში გაჩნდა.
„საბედნიეროდ, სამაშველო სამსახურმა ხანძრის ლოკალიზება დროულად შეძლო და ზიანიც შედარებით უმნიშვნელოა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავის ნაწილი“, _ გვითხრა მარშანიშვილმა.