დღეს, დილით ხანძარი გაჩნდა ოზურგეთში, კოსტავას ქუჩა #67-ში მდებარე სახლში. ცეცხლი, სავარაუდოდ, საკვამურიდან გაჩნდა. ოჯახის წევრების თქმით, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა დროულად მივიდა, თუმცა, სახლის მეორე სართულის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა. როგორც ისინი ამბობენ, ზარალი ძალიან დიდია.
ხანძარს, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია.