არასამთავრობო ორგანიზაციები „აიტაირა“ და „ქალები პოლიტიკაში“, ოპოზიცურ ბლოკს რაულ ხაჯინბას ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს და სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.
როგორც ირინა აგრბა და ლეონიდ ლაკერბაია აცხადებენ, 15 დეკემბრის მიტინგების შემდეგ, ოპოზიციურმა ბლოკმა და „ამცახარამ“ ხაჯინბასთან მოლაპარაკებების გამართვის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს.
„საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელიც 15 დეკემბრიდან მიმდინარეობდა და რაულ ხაჯინბას დაკავებული თანამდებობებიდან გადაგომას ითხოვდა, შედგა მოლაპარაკება ხაჯინბას ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ბლოკს შორის. მოლაპარაკებების შედეგად, ხაჯინბა ოპოზიციას ვიცე-პრემიერის, გენერალური პროკურორის თანამდებობების, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოსა და საარჩევნო კომისიაში ადგილებს შეჰპირდა“,-აცხადებენ ლაკერბა და აგრბა.
როგორც, „აიტაირა“ და „ქალები პოლიტიკაში“ აცხადებენ, ისინი ემიჯნებიან ამ შეთანხმებას, რადგან თვლიან, რომ აფხაზეთს რეალური პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები გადაარჩენს და არა თანამდებობების დაკავება.
„აფხაზეთი საჭიროებს პოლიტიკურ და სხვა მნიშნელოვან სფეროებში რეალურ რეფორმებს. მიღწეული შეთანხმება, რომელიც ხაჯინბას სურს წარმოაჩინოს, როგორც საერთო შეთანხმება, ქვეყანაში გლობალური პრობლემების გადაწყვეტას ხელს ვერ შეუწყობს. ჩენ ვემიჯნებით ამ შეთანხმებას“,-ნათქვამია განცხადებაში.
15 დეკემბრიდან ოპოზიციურ პარტიას „ამცახარას“ და ოპოზიციური ბლოკის მეთაურობით, თეატრალურ მოედანზე აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის რაულ ხაჯინბას გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.