"როიტერსის" ცნობით, ბერლინში, 19 დეკემბრის ტერაქტის ჩადენაში ეჭვმიტანილი მილანში მოკლეს. როგორც სააგენტო იუწყება, ეჭვმიტანილი მილანში პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
ბერლინის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულია 50 მოქალაქე.