რიანას ყველაფერი აქვს, რაც ბედნიერებისთვის ქალს სჭირდება _ გარეგნობა, ტალანტი და თაყვანისმცემლების მთელი არმია, თუმცა 28 წლის ბარბადოსელი მომღერალი სულაც არ ეთანხმება საზოგადო აზრს.
რიანამ აღიარა, რომ მას 32 წლის ბრიტანელი მომღერლის, შერილ კოულის შურს. ეს უკანასკნელი, ამავდროულად, მოდელი და მსახიობიცაა. რიანა შერილს „ულამაზეს და უმაგრეს“ გოგონად ახასიათებს და ამბობს, რომ შერილს უნაკლო გარეგნობა აქვს.
კოული მართლაც სახელდება ბრიტანეთის ერთ-ერთ ულამაზეს ქალბატონად, თუმცა სილამაზე ბედნიერების გარანტია არ არის და შერილის ცხოვრება არც ისე უღრუბლოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
შერილის მშობლები დაქორწინებულები არადროს ყოფილან და ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როცა მომავალი ვარსკვლავი 11 წლის იყო. არ გაუმართლა შერილს პირად ცხოვრებაშიც. მისი მეუღლე, ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი, ეშლი კოული მას ხშირად ღალატობდა. წყვილი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდა.
რამდენიმე წლის წინ შერილი სიკვდილის პირას აღმოჩნდა. ტანზანიაში ყოფნისას მან მალარია აიკიდა. რიანას შური უსაფუძვლოა კარიერის თვალსაზრისითაც. შოუ-ბიზნესში მან შერილზე გაცილებით მაღალი მწვერვალების დაპყრობა შეძლო.