ჯონ ტრავოლტას ცხოვრება სავსეა სკანდალებითა და ჭორებით: ვარსკვლავი დაადანაშაულეს რამდენიმე მამაკაცის სექსუალურ ძალადობაში. ტრავოლტას ადვოკატებმა უზრუნველყვეს მსახიობი ალიბით, მაგრამ თაყვანისმცემლებში "ეჭვები" მაინც დარჩა.
და როცა მითქმა-მოთქმა ცოტათი ჩაწყნარდა, მსახიობი კვლავ გაიხსენეს _ ამჟამად მსახიობმა რაშიდა ჯონსმა.
რაშიდამ, მუსიკალური პროდიუსერის ქუინსი ჯონსის უმცროსმა ქალიშვილმა, ერთ-ერთ ინტერვიუში ურჩია ტრავოლტას დაანებოს თავი იმის დამალვას, რომ ის გეია.
ერთ-ერთ ინტერნეტ-პორტალთან საუბრის დროს, მსახიობი გოგონა აღფრთოვანებას ვერ ფარავს, იმის გამო, რომ ცნობილმა რეპერმა ფრენკ ოუშენმა და ჟურნალისტმა ანდერსონ კუპერმა აღიარეს საკუთარი არატრადიციული ორიენტაცია.
"ახლა კი დადგა ჯონ ტრავოლტას ჯერი? აღიარე! მიდი. რამდენმა მასაჟისტმა უნდა აღიაროს ეს? უბრალოდ, გააკეთე ეს", _ მიმართა მსახიობმა ტრავოლტას.
არ არის ცნობილი, დაუჯერებს თუ არა ტრავოლტა კოლეგას, თუმცა, სავარაუდოდ, მას იმიტომ არ აუყვანია ადვოკატების მთელი არმია, რომ მერე აღიარებითი ჩვენება მიეცა.