ქალაქ ოზურგეთში, ახალი წლის ღამეს ტრადიციული საახალხლო კონცერტი არ გაიმართება.
მუნიციპლიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონცერტს კულტურის სამინიტრო ფინანსების არქონის გამო ვერ მართავს.
„კულტურის სამინისტრო ფინანსების შემცირების გამო ვერ ახერხებს მომღერლების ჩაყვანას რეგიონებში. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 24 დეკემბერს გამართავს ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიალს, აქვე გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ძალების მონაწილეობით. 1 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით კი მოზარდ მაყურებელთა თეატრი პატარებისთვის ყოველდღიურ უფასო წარმოდგენებს გამართავს“, _ უთხრეს „გურია ნიუსს" მუნიციპლიტეტის მერიის პრესსამსახურში.