წუხელ, გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ურეკში. თვითმხილველთა თქმით, „ოპელის“ მარკის ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა. ავარიის სავარაუდო გამომწვევ მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. რაც შეეხება დაშავებულს, იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.