მსახიობ როუინ ატკინსონს ძალიან უნდა, რომ საკუთარი გმირი მოკლას. ინგლისელი კომიკოსი თავის ბლოგში წერდა, რომ მას აღარ უნდა, მისტერ ბინი როუინ ატკინსონთან ასოცირდებოდეს.
როგორც ჩანს, მსახიობი ამით ძალიან დაიღალა. მას იმის იდეაც კი გაუჩნდა, რომ გააკეთოს სერია, სადაც მისტერ ბინი თავს მოიკლავს, თუმცა, პროდუსერებმა კატეგორიული უარი თქვეს ამაზე.
თავის „ტვიტერის“ გვერდზე ცოტა ხნის წინ ატკინსონმა დაწერა, რომ ის მაინც მოკლავს „მისტერ ბინს“ _ ადრე თუ გვიან.
პოპულარული კომედია ეკრანებზე 1990 წელს გამოჩნდა და მთელი მისი არსებობის განმავლობაში მთავარი გმირი, მისტერ ბინი მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა შეიყვარა.