ვიქტორია ბექჰემი, როგორც მოდის მოყვარული, ყოველთვის ფეხს უწყობდა ახალ ტენდენციებს. მას, ასევე, ძალიან უყვარდა ხელოვნური რუჯი.
ცოტა ხნის წინ ვარსკვლავმა მასმედიის წარმომადგენლებს მოუთხრო, თუ რატომ აღარ არის გატაცებული ხელოვნური რუჯით.
„ვფიქრობ, რომ ძლიერი რუჯი მაბერებს და მამსგავსებს ფეხბურთელის ცოლს“.
მაგრამ, ნუთუ, ვიქტორია ყოფილი ფეხბურთელის ცოლი არ არის? აბა, რაზე საუბრობს ის? ალბათ, მას მხედველობაში ჰქონდა ის, რომ ხელოვნური რუჯი აუბრალოებს მის დახვეწილ გარეგნობასაც კი. ამიტომაც მან ყველას ურჩია:
„გაუფრთხილდით თქვენი კანის ნატურალურ ფერს“.