თავდასხმა მოხდა მამა გიორგი ცნობილაძეზე _ სასულიერო პირს წყნეთის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან ესროლეს.
შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 და 118 მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.






























































