ბრიტანელი მომღერლის, ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გულის უკმარისობა გამხდარიყო. აღნიშნულის შესახებ მომღერლის მენეჯერზე, მაიკლ ლიპმანზე დაყრდნობით გამოცემა Daily Express იუწყება.
თუმცა, ბრიტანული პოლიცია მომღერლის გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზებზე ჯერ ისევ არ საუბრობს. სამართალდამცავები აღნიშნავენ, რომ არ არის გამოვლენილი რაიმე საეჭვო გარემოება მომღერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
53 წლის მსოფლიო ვარსკვლავი გარდაცვლილი ლონდონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
პოლიციამ ინფორმაცია მომღერლის გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დაადასტურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირი საეჭვო გარემოება არ ფიქსირდება.