ნიუ-იორკში „სოთბის“ აუქციონზე ბრიტანეთის გვინეას მიერ გამოშვებული საფოსტო მარკა ანონიმურმა მყიდველა, რეკორდულ ფასად, 9,5 მლნ დოლარად შეიძინა. ითვლება რომ გაყიდული ეგზემპლარი ერთადერთია და ის ფილატელისტების „წმინდა გრაალად“ ითვლება. „წმინდა გრაალი“ ბრიტანეთის და მისი კოლონიების მიერ გამოშვებული ერთადეთი მარკაა, რომელიც უინძორების სამეფო ოჯახის კერძო კოლექციაში არ ინახება.
მიუხედავად იმისა, რომ მარკამ ფილატელიაში ახალი რეკორდი დაამყარა, ის მაინც სავარაუდოზე იაფად გაიყიდა. მოსალოდნელი ფასი 10-იდან 20 მილიონ დოლარამდე მერყეობდა.
მარკა ბრიტანეთის გვიანეამ 1856 წელს მას შემდეგ გამოუშვა რაც ლონდონიდან მარკების მოწოდება შეყოვნდა. ექვსკუთხა ფორმის მეწამული ფერის მარკაზე გამოსახულია სამანძიანიანი იალქნიანი გემი. მასზე ლათინურად წერია: ჩვენ გავცემთ და მოველით დაბრუნებას. კოლონიამ სულ 3 სახის მარკები გამოუშვა 1-ცენტიანი მეწამული ფერის, 4-ცენტიანი მეწამული ფერის და 4-ცენტიანი ლურჯი. ბრიტანული გვინეას მიერ გამოშვებული 4-ცენტიანი მარკები შემორჩა, 1-ცენტიანის კი დღეისათვის მხოლოდ ერთი ეგზეპმლარია ცნობილი.