სამომხმარებლო ტარიფი არ გაიზრდება, ელექტროენერგიის ღირებულება გაუძვირდა თბილისში კომერციული ობიექტების ნაწილის,_ შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკმა სპეციალურ სხდომაზე მიიღო.
უფრო კონკრეტულად, 2017 წლის იანვრიდან, მაღალ ძაბვაზე, ძველთან შედარებით, ტარიფმა 0,446-ით მოიმატა, საშუალო ძაბვაზე მომუშავე ობიექტებისთვის ტარიფი 0,035 -ით გაიზარდა. დაბალ ძაბვაზე კომერციული ტარიფი კი, უცვლელი დარჩა.
"გურია ნიუსი" გთავაზობთ სემეკის მიერ დადგენილ ტარიფებს:
სს „თელასის“ საყოფაცხოვრებო ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):
0 – 101 კვტსთ და საერთო მრიცხველების მქონე მომხმარებლებისათვის- 11 თეთრი/კვტსთ;
101-301 კვტსთ-ის მომხმარებლებისათვის – 14.40 თეთრი/კვტსთ.
301 კვტსთ-ზე მეტი – 18.20 თეთრი/კვტსთ.
სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):
0 – 101 კვტსთ და საერთო მოხმარების მრიცხველების მქონე მომხმარებლებისათვის – 10.978 თეთრი/კვტსთ;
101-301 კვტსთ-ის მომხმარებლებისათვის – 14.348 თეთრი/კვტსთ;
301 კვტსთ-ზე მეტი – 18.178 თეთრი/კვტსთ.
გარდა ამისა, 26 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისიამ დაადგინა სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიასათვის“ სამომხმარებლო ტარიფები110-35;10-6-3.3. კვ-ზე და განაწილებისა და გატარების ტარიფები:
სს „თელასის“ სამომხმარებლო ტარიფი მაღალ ძაბვაზე 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):
110-35 კვ – 12.324 თეთრი/კვტსთ;
10-6-3.3 კვ – 12.981 თეთრი/კვტსთ;
0.4 კვ – 16.740 თეთრი/კვტსთ.
სს „თელასის“ ელეტროენერგიის განაწილებისა და გატარების ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):
110-35 კვ – 1.270 თეთრი/კვტსთ;
10-6-3.3 კვ – 1.927 თეთრი/კვტსთ;
0.4. კვ – 5.686 თეთრი/კვტსთ.
სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფები მაღალ ძაბვაზე 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):
110-35 კვ – 11.502 თეთრი/კვტსთ;
10-6-3.3 კვ – 12.681 თეთრი/კვტსთ;
0.4 კვ – 16.776 თეთრი/კვტსთ.
სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელეტროენერგიის განაწილებისა და გატარების ტარიფები 2017 წლისათვის (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე):
110-35 კვ – 1.504 თეთრი/კვტსთ;
10-6-3.3 კვ – 2.683 თეთრი/კვტსთ;
0.4.კვ – 6.778 თეთრი/კვტსთ.
ტარიფების მოქმედების ვადაა 2017 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ხვალ, 27 დეკემბრის საჯარო სხდომაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“, შპს „რუსთავის წყალისთვის“, შპს „მცხეთის წყალისთვის“ წყალმომარაგების ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს. საჯარო სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.