გიორგი სალუქვაძე, ოზურგეთი:
_ თქვენთვის რა მნიშვნელობა, აქვს ჩემთვის რით იყო გამორჩეული? არაფრით.
რუსუდან რამიშვილი, ოზურგეთი:
_ არაფრით. უკან და უკან მივდივართ, ვაჭრობა არაა, ხალხს უჭირს, ნულზე ვართ.
გელა მდინარაძე, ოზურგეთი:
_ არასდროს არაფრით ყოფილა გამორჩეული და 2016 წელში რა შეიცვლებოდა? არაფერი.
მარინა უჯმაჯურიძე, ოზურგეთი:
_ არაფრით არ განვასხვავებ, ჯერჯერობით, სხვა წლებისგან. არაფრით ყოფილა გამორჩეული.
ჯუმბერ ტოტოჩავა, ოზურგეთი:
_ პრობლემა ყველას ჰქონდა, ჩემთვისაც პრობლემებით იყო სავსე. რა პასუხი უნდა გაგცეთ? როგორც ვცხოვრობდი წინა წლებში, ისე ვარ ახლაც.
ირაკლი ჩხაიძე, ლანჩხუთი:
_ ძალიან ბევრი რამით. წინა წლებთან შედარებით, ბევრად უკეთესი წელი იყო.
კახა ცინცაძე, ლანჩხუთი:
_ არაფრით, ჩვეულებრივი წელი იყო.
ვლადიმერ ტუღუში, ლანჩხუთი:
_ მხოლოდ ახალი წლით, მეტი არაფრით.
ლევან ცინცაბაძე, ჩოხატაური:
_ აქტიურად ვიყავი ჩართული წინა საარჩევნო პერიოდში და მეტის მოლოდინი მქონდა. ნაწილი ასრულდა და ნაწილის ასრულებას მომავალ წელს ველოდები.
კობა სარჯველაძე, ლანჩხუთი:
_ არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვიხსენებ განსაკუთრებულს.
რეზო ძნელაძე, ჩოხატაური:
_ არჩევნების შედეგებით. ჩვენ კარგი გამგებელი გვყავს და აქედან გამომდინარე, კმაყოფილი ვარ და პატივისცემას გამოვხატავ მის მიმართ.
შუქრი წილოსანი, ლანჩხუთი:
_ არჩევნებით.
ირმა რამიშვილი, ჩოხატაური:
_ 2016 წელი კარგით არაფრით არ დამამახსოვრდა.
დარიკო ვასაძე, ჩოხატაური:
_ უკმაყოფილო ვარ.
მანანა უჯმაჯურიძე, ჩოხატაური:
_ საპარლამენტო არჩევნებით.
გოჩა კეკელიძე, ჩოხატაური:
_ კარგი იყო 2016 წელი, მაგრამ ხალხს უჭირს.
ალექსანდრე კალანდაძე, ჩოხატაური:
_ დავიწვი და დავიქეცი.
დავით შარაშენიძე, ჩოხატაური:
_ ძალიან კარგი წელი იყო _ ძმისშვილი შემეძინა.