განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, განათლების ახალი რეფორმები ასეულობით პედაგოგთან და მოსწავლეებთან კონსულტაციების შემდეგ შეიმუშავა.
განათლების მინისტრის აზრით, უმჯობესია მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეთ და ორიენტირებულნი იყვნენ აკადემიურ მოსწრებაზე, რადგან ეს უკეთესად მოამზადებს მათ ზრდასრული ცხოვრებისთვის.
„ მე-7, მე-8, მე-9 კლასებში შევეცდებით, მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეთ მოსწავლეებს, მეტი კლასგარეშე აქტივობა ჰქონდეთ, დაკავდნენ სპორტით, გაერთონ, ხოლო ბოლო კლასებში უფრო მეტი აქტივობა უნდა ჰქონდეთ და ორიენტირებულები იყვნენ აკადემიურ მოსწრებაზე. მჯერა, რომ ეს გააუმჯობესებს მნიშვნელოვნად მათ შედეგებს, მზადყოფნას და მოამზადებს ზრდასრული ცხოვრებისთვის”, _ განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
განათლების სამინისტრო კიდევ ორ პროექტს გეგმავს _ მუშაობს წიგნის შინაარსობრივ გაუმჯობესებაზე, რაც სახელმძღანელოს მოცულობას უფრო შეამსუბუქებს და მუშაობს ელექტრონული სახელმღვანელოების შექმნაზე.
„ახალი სახელმძღვანელოების მომზადების პროცესი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. სხვა შინაარსობრივ გაუმჯობესებასთან ერთად იქნება უფრო მსუბუქი, გაყოფილი იქნება ნაწილებად, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ჩანთის სიმძიმის პრობლემა ბევრი ოჯახის უკმაყოფილებას იწვევს. წიგნების ხარისხობრივ გადამუშავებასთან ერთად ვმუშაობთ ელექტრონული წიგნების შექმნაზე. რა თქმა უნდა, იქნება არჩევითი. ოჯახის მიერ იქნება არჩეული იხელმძღვანელებს თუ არა ელექტრონული სახელმძღვანელოთი. ვფიქრობთ, დროთა განმავლობაში, ელექტრონული სახელმძღვანელოების მოხმარების რაოდენობა გაიზრდება და უფრო ინტენსიური გახდება”, _ განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.