ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები ადამიანის ცხოვრებაზე წარუშლელ კვალს ტოვებს. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა იზრუნონ და საკუთარ შვილებს მხოლოდ დაუვიწყარი მოგონებები აჩუქონ.
გაუშვით თქვენს პატარასთან ერთად საპნის ბუშტები.
დააკვირდით თქვენს პატარასთან ერთად როგორ იზრდება მცენარე.
მასთან ერთად ჩამოსრიალდით თოვლიანი ბორცვიდან.
ერთად უყურეთ ვარსკვლავებს.
გამოჭერით ფიგურები ფერადი ქაღალდებისგან.
აჩვენეთ თქვენს შვილს ჩრდილების თეატრი.
ერთად დახატეთ საყვარელი მულტფილმის გმირები.
მოაწყვეთ პატარა კარავი თქვენთვის და თქვენი პატარასთვის.
ასწავლეთ ბავშვს თაიგულის დაწვნა.
მოუწვყეთ პატარა ვულკანი ლიმონმჟავისა და სოდის დახმარებით.
ერთად უყურეთ მზის ამოსვლას და ჩასვლას.
მოასმენინეთ ჩიტების ჭიკჭიკი.
შეანჯღრიეთ ხე, მაშინ როცა მის ქვეშ ბავშვი დგას და აჩვენეთ მას ფოთოლცვენის სილამაზე.
დააკვირდით ღრუბლებს, რას შეიძლება ისინი წააგავდნენ.
გამოკვებეთ ჩიტები.
ჩაწექით თოვლში და გააკეთეთ თოვლზე ანგელოზები.
ააგეთ პატარა ნაგებობები ქვიშაში.
აბზრიალეთ ხელში ბავშვი.
ჩააცვით პატარას თქვენი ტანსაცმელი.
დაიწყეთ სადილი დესერტით.
ხატეთ დაორთქლილ ფანჯარაზე.
ესაუბრეთ ბავშვს ოცნებებზე.
უყურეთ გარემოს ფერადი მინებიდან.
აძვერით ხეზე.
იმღერეთ ერთად.
ააშენეთ თოჯინების სახლი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved