სტამბოლში, ბეშიკთაშის რაიონში მდებარე ღამის კლუბში, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ, ცოტა ხნის წინ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. კლუბში მოულოდნელად გახსნილი სროლის შედეგად დაღუპულია 35 და დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი.
თავდამსხმელი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის. თურქეთის ხელისუფლებამ მომხდარს უკვე უწოდა "ტერორისტული თავდასხმა".
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.