საქართველოში ამერიკელი სენატორების, მათ შორის ჯონ მაკკეინის ვიზიტი დაიწყო.
ჯონ მაკეინსა და ამარიკელ სენატორებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.
როგორც სენატორებმა აღნიშნეს, ვიზიტის მთავრი თემა რუსული აგრესია და ოკუპაციაა.
სენატორები ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებიან. გარდა ამისა, ისინი შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, აგრეთვე თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან.
ამერიკელი სენატორები საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდნენ. ვიზიტი ორდღიანია.