კონსტიტუცია, რომელსაც მივიღებთ არ იქნება ერთ ადამიანზე მორგებული, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გუშინ საზოგადოებრივის ეთერში, "მოამბესთან" ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანა მრავალმანდატიანი საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე გადავიდეს, თუმცა პრემიერი ამ საკითხზე მსჯელობის აუცილებლობას უსვამს ხაზს.
მთავრობის მეთაურმა კომისიის მუშაობის პროცესში პრეზიდენტის ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. პრემიერი იმედოვნებს, რომ გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტილებას შეიცვლის და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.