საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა.
ბრძოლას ტელეკომპანიის ხელმძღვანელის პოსტზე ვასილ მაღლაფელიძე, ნინო ზაუტაშვილი, თინათინ ბერძენიშვილი, ნათია კუპრაშვილი და ზაალ ანჯაფარიძე განაგრძობენ.
სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო, დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ზაალ ანჯაფარიძე – 6 ხმა; ვასილ მაღლაფერიძე – 6 ხმა; ნინო ზაუტაშვილი – 5 ხმა; თინათინ ბერძენიშვილი – 8 ხმა; ნათია კუპრაშვილი – 8 ხმა.
მეორე ტურში გადასულმა კანდიდატებმა ტელევიზიის მართვის საკუთარი კონცეფცია უნდა წარადგინონ, უპასუხონ საბჭოს წევრების შეკითხვებს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ვინ გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.
გასაუბრების პროცესი ხვალ და ზეგ გაიმართება.