ახალი წლის ღამეს ბათუმში სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა მაღაზია დააყაჩაღა.
დამნაშავემ ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე თურქული სუპერმარკეტის „იალჩინის“ კარზე ზუსტად 00:00 საათზე დააკაკუნა, ამ დროს ახალი წლის დადგომას ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ.
მომხდართან დაკავშრებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით დანაშაულში ეჭვმიტანილი პირო ამ დროისათვის დაკავებული არ არის.
წყარო:www.newposts.ge